ნაშრომში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გადმოცემულია წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნების, განვითარებადი ქვეყნების, სსრ კავშირის, საზღვარგარეთის სოციალისტური ქვეყნებისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების ძირითადი თავისებურებები და ტენდენციები. პირველი მსოფლიო ომიდან თანამედროვეობამდე გამოვლენილია ეკონომიკური ფაქტორები, რამაც გამოიწვია მათი განვითარება ან ჩამორჩენა. ნაჩვენებია ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა; წარმოებითი ურთიერთობები და წარმოების ორგანიზაციის ფორმები; მმართველობის სამეურნეო მექანიზმი; სახელმწიფოთა ეკონომიკური პოლიტიკა და საზოგადოების სოციალური სტრუქტურა; ეკონომიკური ინტეგრაციის გამოცდილება დასავლეთ ევროპაში და სხვა რეგიონებში; ქვეყნების მიერ გატარებული რეფორმები და ღონისძიებები ეროვნული ეკონომიკის აღმავლობისათვის; აგრეთვე სამეურნეო მექანიზმის რეფორმირების ცდები აღმოსავლეთ ევროპის, აზიის ქვეყნებში და კუბაში. ნაშრომში წარმოდგენილია მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ფინანსების და ფულის მიმოქცევის განვითარების ძირითადი თავისებურებანი და ტენდენციები. განხილულია საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების და დამკვიდრების საკითხები.