წინამდებარე ნაშრომში, არსებული ლიტერატურისა და წყაროების შესწავლის, ასევე ავტორის მიერ საფრანგეთისა და ავსტრიის არქივებში მოპოვებული გამოუქვეყნებელი მასალის შეჯერების საფუძველზე, შესწავლილია XVIII საუკუნის დასაწყისში საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი–სულხან-საბა ორბელიანის დიპლომატიური მისია დასავლეთ ევროპაში და მისი შედეგები. ნაშრომში განხილულია აგრეთვე საქართველოს, საფრანგეთისა და ირანის სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი, რომლებიც მეტ-ნაკლებად დაკავშირებულია ზემოხსენებულ მისიასთან.