მონოგრაფიაში განხილულია XX საუკუნის ქართული ფილოსოფიური სკოლის ფუძემდებლის შალვა ნუცუბიძის მოძღვრებაში შემეცნების თეორიის ლოგიკის, ხელოვნების თეორიის, ქართული ფილოსოფიის ისტორიის პრობლემები. ნაჩვენებია შ. ნუცუბიძის წვლილი ჭეშმარიტების თეორიის, აღმოსავლური რენესანსისა და არეოპაგიტიკის პრობლემების კვლევაში, გაანალიზებულია ფილოსოფოს-მკვლევრის შეხედულებათა საწინააღმდეგოდ წამოყენებული თითქმის ყველა არგუმენტი. მოცემულია ზოგიერთი საკითხის ახალი ინტერპრეტაცია.