,,სავსებით გასაგები მიზეზების გამო დიდი მეცნიერისა და მამულიშვილის – ივანე ჯავახიშვილის ცხოვრების მთელი რიგი მომენტები მიჩუმათებული იყო, ანდა – მცდარად გადმოცემული. მოხდა ისიც, რომ ქართველ ისტორიკოსთა მიერ ვერ იქნა სათანადოდ გაცნობიერებული დიდი ისტორიკოსის თეორიული, კერძოდ, მეთოდოლოგიური შეხედულებანი, ამიტომაც ხშირად ჰგონიათ, რომ ივანე ჯავახიშვილი ძირითადად საქართველოს ისტორიის შესახებ არსებული წყაროების კრიტიკითა და ფაქტების დადგენით, ე. ი. საშენი მასალის შეგროვებით შემოიფარგლა. ავტორი ცდილობს შეავსოს აღნიშნული ხარვეზები და უდიდესი წინაპარი წარმოაჩინოს მთელი თავისი სიდიადით".