ავთანდილ ყურაშვილის თხზულებათა მესამე ტომში თავმოყრილია მწერლის პუბლიცისტური ნააზრევი - 1970-იანი წლებიდან: მიტინგებსა თუ სხვა საჯარო თავყრილობებზე გამოსვლათა ტექსტები, სტატიები მე-19 – მე-20 საუკუნეების ქართულ ლიტერატურაზე, მოგონებები, ჩვენი მწერლობისა და ხელოვნების გამოჩენილ ოსტატთა საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი მისალმებანი და ესკიზები.