წინამდებარე სამეცნიერო ნაშრომი წარმოადგენს სანივთო სამართლის ცალკეული ინსტიტუტების კომპარატივისტულ კვლევას. ნაშრომში განხილულია, როგორც კლასიკური სანივთო ინსტიტუტები, ასევე მისი თანამედროვე სახესხვაობები. როგორც კონტინენტური ევროპის, ასევე საერთო სამართლის ფორმირებაზე დიდი გავლენა იქონია რომის კერძო სამართალმა. თავის მხრივ ქართული კერძო სამართლის განვითარების ისტორია მჭიდროდ უკავშირდება ევროპულ კერძო სამართალს, კერძოდ თანამედროვე ქართული სანივთო სამართლის ჩამოყალიბება განხორციელდა გერმანული კერძო სამართლის რეცეფციის გზით. ნაშრომში განხილულია კონტინენტური ევროპის სამართლებრივ სისტემაში შემავალი,ორ განსხვავებულ სამართლებრივ ოჯახში ასახული ცალკეულ სანივთო ინსტიტუტთა (უფლებათა) სამართლებრივი ბუნება, ასევე მოცემულია თითოეულ ამ ოჯახში შემავალი ცალკეული ევროპული ქვეყნების კანონმდებლობაში არსებული მაგალითები.