,,წინამდებარე ნაშრომი არის ქართული მწერლობის გვირგვინის, „ვეფხისტყაოსნის“, თანამედროვე ქართული ენით განმარტების მცდელობა. იქიდან გამომდინარე, რომ „ვეფხისტყაოსნის" შინაარსი მოსწავლეებისა და, ზოგადად, არასპეციალისტთათვის რთულად გასაგებია, გადავწყვიტეთ შემოგვეთავაზებინა პოემის პწკარედული განმარტება. ამდენად, ჩვენი ნაშრომი წაადგება მკითხველთა ფართო საზოგადოებას, გაუადვილებს ძირითადი შინაარსის გაგებას, რამდენადაც მასში განმარტებულია არა ცალკეული სიტყვა თუ ფრაზა, არამედ ყოველი სტრიქონი. ნაშრომი განსხვავებულია განმარტების მიწოდების ფორმის თვალსაზრისითაც. ტექსტის განმარტებისას დავეყრდენით ცნობილ რუსთველოლოგთა კვლევებს, პოპულარულ სასწავლო გამოცემებსა და ქართული ენის განმარტებით ლექსიკონებს" – დავით ძნელაძე.