მონოგრაფიაში განხილულია ინოვაციური ეკონომიკის თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლები, კერძოდ, ინოვაციური ეკონომიკის არსი, ძირითადი ნიშნები, მაჩვენებლები, დაფინანსების წყაროები, აგრეთვე სახელმწიფო ინოვაციური პოლიტიკა, მისი რეალიზაციის მეთოდები და ა.შ., გამიჯნულია ერთმანეთისგან და ცალ-ცალკეა დახასიათებული ცოდნის ეკონომიკისა და ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარება-ფუნქციონირების კანონზომიერებანი. სპეციალური თავი ეძღვნება საქართველოში ინოვაციური ეკონომიკის თითქმის ნულოვანი დონის, მისი განმსაზღვრელი ფაქტორებისა და პერსპექტივაში განვითარებისთვის საკმაო ინტელექტუალური პოტენციალის არსებობის გაშუქებას.