წიგნში შესულია იბერიულ-კავკასიურ ენათა ისტორიულ-შედარებითი შესწავლის III რეგიონული სამეცნიერო სესიის მასალები (სესია ჩატარდა 1969 წ. ქალაქ გროზნოში). ძირითადი თემა – „დარგობლივი ლექსიკა და მისი ენათმეცნიერული ანალიზის საკითხები", ტომს ერთვის იბერიულ-კავკასიურ ენათა შესახებ 1917–1972 წლებში გამოქვეყნებულ მონოგრაფიათა ბიბლიოგრაფია.