,,ცამეტნი იყვნენ... ცამეტი დიდი მწერლური ნიჭითა და პოტენციით გამორჩეული შემოქმედი. ცამეტმა პოეტმა გააკვირვა იმდროინდელი ქუთაისი, მერე სრულიად საქართველო. ქუთაისი ცისფერყანწელებამდეც დიდი სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდა-საეროს საჭეთმპყრობელი აკაკი გახლდათ, სასულიეროსი გაბრიელ ქიქოძე. ასე რომ, ცისფერი ორდენი ცარიელ ნიადაგზე არ აღმოცენებულა. მას შემდეგ ცხრა ათეულ წელზე მეტი გავიდა და ტრადიციად დამკვიდრდა ქუთაისში. .ცისფერყანწელთა დღე. დღე, როდესაც საგანგებოდ მოწვეული პოეტები კითხულობენ ლექსებს, გამოიცემა ცისფერყანწელებზე ახლად შექმნილი კრიტიკული თუ დოკუმენტური თხზულებები. ცამეტნი იყვნენ... ცამეტნი".