XIX-XX საუკუნეების დიდი ქართველი სასულიერო პირისა და საზოგადო მოღვაწის, კათალიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის საეკლესიო-ლიტურგიკული ქადაგებებისა და საპარაკლისო-საპანაშვიდო სიტყვების კრებული. პუბლიკაციას ახლავს გამომცემლის, ნუგზარ პაპუაშვილის, შესავალი და გამოკვლევა, რომლებშიც წარმოჩენილია წინამდებარე გამოცემის მოტივი და მიზანი, კათალიკოს კალისტრატეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითადი საკითხები, პარალელები თანამედროვეობასთან.