ნიდერლანდების სამოქალაქო კოდექსი სისტემური ჩამოყალიბების მხრივ მისდევს თანამედროვე რომანულ-გერმანული სამართლის ქვეყნების სამოქალაქო კოდექსების (მაგ., შვეიცარიის, იტალიის, კვებეკისა და სხვა სამოქალაქო კოდექსები) სტილს და არ შემოიფარგლება მხოლოდ ე. წ. „კლასიკური“ სამოქალაქო სამართლით, არამედ მასში მოცემულია პრაქტიკულად მთელი კერძო სამართლის მომწესრიგებული ნორმატიული მასალა, მათ შორის, – საკორპორაციო და შრომის სამართლის ნორმები.