წინამდებარე გამოცემაში შესულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ჯონი ხეცურიანის მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც ეძღვნება საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის აქტუალურ პრობლემებს. ზოგიერთი ადრე გამოქვეყნებული ნაშრომი, კანონმდებლობის ცვლილების გამო, გადამუშავებული სახითაა წარმოდგენილი.