წინამდებარე წიგნში გაერთიანებულია ერთი ჯგუფი ჩემი სამეცნიერო ნარკვევებისა, რომლებიც ძირითადად მანამდე შეუსწავლელი პირველწყაროების გამოვლენისა და ინტერპრეტირების საფუძველზე ქართველოლოგიური მეცნიერების სხვადასხვა უცნობ ფაქტსა და ახლებურ დასკვნებს წარმოაჩენს. ეს სფეროები უპირატესად საისტორიო და ლიტერატურათმცოდნეობითია, ამასთან ერთად მათ შორისაა საკუთრივ ლინგვისტური და იურისპრუდენციული კვლევებიც. ნარკვევები სტატიების სახით ქვეყნდებოდა ათეული წლების მანძილზე, კერძოდ 1962 წლიდან 2020 წლის ჩათვლით.