,,ქართული ხალხური მუსიკის შესანიშნავი წარმომადგენელი და დიდი მოამაგე ავქსენტი მეგრელიძე XX საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად და მრავალმხრივად მოღვაწე, სახელმოხვეჭილი და ღირსეულად დაფასებული ლოტბარი იყო. მისი მრავალწახნაგოვანი და ნაყოფმდიდარი მოღვაწეობის თაობაზე მუსიკოსის სიცოცხლეშივე და შემდგომაც გამოცემულია საკმაო რაოდენობა მონოგრაფიული ლიტერატურისა – ნარკვევები, რეცენზიები, სტატიები, წერილები.. თუმცა რევოლუციამდელი ძვრებისა და შემდგომ საბჭოთა სინამდვილისათვის ნიშანდობლივი პოლიტიკურ-იდეოლოგიური ზეწოლისა თუ შეზღუდვების გამო, რომელთაც დასანანი ზეგავლენა იქონიეს როგორც თავად ლოტბარის მოღვაწეობის ამა თუ იმ ეტაპზე, ასევე მისდამი მიძღვნილ ლიტერატურულ-კრიტიკულ ნაშრომებზე, არათუ ხალხური მუსიკით დაინტერესებული რიგითი მკითხველები და მსმენელები, პროფესიონალი ეთნომუსიკოლოგებიც დღემდე მხოლოდ ფრაგმენტულად, რიგ შემთხვევებში დამახინჯებულადაც კი, იცნობენ ამაგდარი ხელოვანის რეალურ, საინტერესო, მდიდარი შემოქმედებითი ურთიერთობებითა და არაორდინარული ფაქტებით აღსავსე ცხოვრებას, წინამდებარე წიგნს ზემოაღნიშნულ ლიტერატურასთან ერთად ძირითადად საფუძვლად დაედო ლოტბარის პირად არქივში შემონახული მდიდარი ხელნაწერი მასალა – ავტობიოგრაფიული მოგონებები, გამონათქვამები, მიმოწერა, ნარკვევები და მოსაზრებები ქართული ხალხური მუსიკის სხვადასხვა პრობლემატურსა თუ შემოქმედებითს საკითხებზე რომელთა მეტი წილი გამოუქვეყნებელი იყო" – ნატო მოისწრაფიშვილი.