ნაშრომში განხილულია გვიანი შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის საყურადღებო მოვლენა, ე.წ. „ხალხური ნაკადის“ მოხატულობანი. მათი იკონოგრაფიული თუ მხატვრულ-სტილისტური ანალიზის საფუძველზე გამოვლენილია ამ რიგის ფერწერის ნიშან-თვისებები, მისი მიმართება თანადროულსა და წინარე ხანის ხელოვნებასთან, ღირებულება და ისტორიული ადგილი.