ამ წიგნში ცნობილი ინგლისელი ზოოლოგი და მწერალი ჯერალდ დარელი იხსენებს, თავის ბავშვობას, იმ დროს, როდესაც იგი თავის ოჯახთან ერთად საბერძნეთის კუნძულ კორფუზე ცხოვრობდა, სადაც პირველად იგრძნო გარე სამყაროს სილამაზე და გაუჩნდა სურვილი მისი შესწავლისა. იგი დიდი სიყვარულით აღწერს ნადირ-ფრინველს, მწერებს, ქვეწარმავლებს, გვაჯერებს, რომ ბუნებას რაც შეუქმნია, ყველაფერში შეიძლება სილამაზე დაინახო.