ჰომეროსის დაწერილი 24 სიმღერისაგან შემდგარი ეპიკური პოემა, ბერძნული ლიტერატურის ერთ-ერთი უძველესი ნიმუში, რომელშიც აღწერილია ოდისევსის ხიფათიანი თავგადასავალი ტროიდან ითაკაში. "ილიადასაგან" განსხვავებით „ოდისეა“ უხვად შეიცავს ზღაპრის ელემენტებს (ცალთვალა ციკლოპები, მოგზაურობა ჰადესში ნავზიკაეს რომანი და სხვა). ითაკის მეფე ოდისევსი ტროას ომის შემდეგ აპირებს სახლში დაბრუნებას, ოლიმპოს ღმერთი პოსეიდონი კი მას ხელს უშლის, მისი კიკლოპის მკვლელობის გამო, ითაკაში მისი ვაჟი ტელემაქე ცდილობს მამის მოძებნას ამაში მას ეხმარება ქალღმერთი ათენა, ოდისევს ასევე დიდი მოლოდინით ელოდება მეუღლე პენელოპეც.