ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

განკურნე შენი გული

მთარგმნელინინა თურმანიძე
გამოცემის წელი2021
გამომცემლობაპეგა

ფსიქოლოგის, მეტაფიზიკის მასწავლებლის, თვითდახმარების მოძრაობის ერთ-ერთი ფუძემდებლის ლუიზა ჰეის და მწუხარებასთან და დანაკარგებთან ბრძოლის სფეროში ერთ-ერთი გამოჩენილი სპეციალისტის დევიდ კესლერის ამ წიგნის მიზანია დაეხმაროს ადამიანებს სხვადასხვა სახის დანაკარგების გადატანაში, როგორიცაა საყვარელ ადამიანთან დაშორება, განქორწინება, ახლობელი ადამიანის სიკვდილი, შინაური ბინადარი ცხოველის სიკვდილი, ასევე სამსახურის დაკარგვა, მუცლის მოშლა და ა.შ. ამ წიგნში მოცემულია არაერთი გულისამაჩუყებელი რეალური ისტორია, ის თუ როგორ უმკლავდებოდნენ რეალური ადამიანები თავიანთ მწუხარებას. ყოველ ასეთ მონაყოლს თან ახლავს არაერთი აფირმაცია, რომელსაც ეს ადამიანები იყენებდნენ ან რომელთა გამოყენებაც შეეძლოთ კონკრეტულ სიტუაციაში. ავტორები სთავაზობენ არა პრობლემისგან გაქცევას და მისგან ყურადღების გადატანას, არამედ თავად დანაკარგზე შეხედულების შეცვლას და მის მთლიანად განცდას, რასაც საბოლოო ჯამში განკურნებამდე მიჰყავს.