ნაშრომი ემყარება უნიკალურ მასალას, რომლის მოპოვება შესაძლებელი გახდა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმებისა და მასობრივი პრივატიზების პროცესში. წიგნში წარმოდგენილია როგორც მთლიანად საქართველოში, ისე მის ცალკეულ რაიონებში, ქალაქებსა და ისტორიულ კუთხეებში გავრცელებული გვარები და სახელები, ნაჩვენებია თითოეული გვარისა და სახელის რაოდენობა. გვარები დაჯგუფებულია მათი მაწარმოებელი ფორმანტების მიხედვით.