,,ძვირფასო მკითხველო, თუ ობოლი ბოდლერების შესახებ ჯერ არაფერი გსმენიათ, მაშინ სანამ ამ წიგნს წაიკითხავთ, წინასწარ გეტყვით, რომ ვიოლეტი, კლაუსი და სანი კეთილი და ჭკვიანი ბავშვები არიან, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი ცხოვრება სავსეა უიღბლობითა და მწუხარებით. აქამდე დაწერილ ამბებს შორის ამ წიგნში მოთხრობილი თავგადასავალი ალბათ ყველაზე მეტად დაგასევდიანებთ. ამჯერად ბოდლერებს მოუწევთ გადაიტანონ საზარელი ქარიშხალი, გაუმკლავდნენ მშიერ წურბლებს, მოღრუბლულსა და ცივ დღეს ჭამონ კიტრის ცივი წვნიანი, შეებრძოლონ ბოროტმოქმედ მტერს… თუ ფიქრობთ, რომ ამ ყველაფერს თქვენი გული გაუძლებს, მაშინ შეგიძლიათ ეს წიგნი წაიკითხოთ, მაგრამ თუ ცუდ გუნებაზე დადგომა არ გსურთ, გირჩევთ, გასართობად სხვა საქმე გამოძებნოთ. მე კვლავ განვაგრძობ ამ ტრაგიკული ამბების წერას, რადგან ეს ჩემი საქმიანობაა. თქვენ კი თავად განსაჯეთ, რამდენად შეძლებთ ამდენი უბედურების გადატანას" – ლემონი სნიკეტი.