წინამდებარე სახელმძღვანელო კლასის მართვასთან დაკავშირებული საკითხის მრავალმხრივი განხილვის მიზნით შეიქმნა. კლასის მართვას გარკვეული დრო და ძალისხმევა სჭირდება, შედეგის მისაღწევად დროა საჭირო. ცნობილია, რომ კლასის მართვის კარგი სტრატეგიული გეგმა, სწავლა სწავლებისთვის მეტ დროს დაგიტოვებთ, ხოლო თქვენს მოსწავლეებს მეცადინეობისათვის ეფექტურ გარემოს შეუქმნის. წიგნს საფუძვლად უდევს ავტორების მიერ ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კვლევები. კვლევის პროცესში, კლასის ეფექტური მართვის უნარების, მიდგომების და სტრატეგიის გაცნობის მიზნით, ასეულობით სხვადასხვა სკოლის შესწავლა მოხდა.