,,ნაშრომი ეხება იმ მეთოდს, რასაც გვასწავლიან წმინდა მამები, რომლებიც თავის მხრივ წმინდა მოციქულთა მემკვიდრენი არიან. ამ მეთოდით ადამიანი უერთდება უფლის უქმნელ მადლს. წიგნი ეხება რეალურად ეკლესიის მოძღვრებას, რაც მის ტრადიციაშია შენარჩუნებული. „ფსიქოთერაპია“ თანამედროვე ტერმინია. მას საკუთარი თვალსაზრისით იყენებენ ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები, ფსიქოანალიტიკოსები. ეკლესიისთვის კი ფსიქოთერაპია სულის კურნებას ნიშნავს. ამას ადასტურებს წმინდა წერილი და მთელი ქრისტიანული გადმოცემა. სწორედ ამ უკანასკნელი აზრით ვსაუბრობთ ჩვენ მართლმადიდებლურ ფსიქოთერაპიაზე" – მიტროპოლიტი იეროთეოსი.