სახელმძღვანელოში გაშუქებულია ლინგვისტიკის ისტორიის მთავარი ეტაპები და მისი წამყვანი მიმართულებანი და სკოლები, დახასიათებულია თანამედროვე თეორიული ენათმეცნიერების ძირითადი პრობლემები, აღწერილია ლინგვისტური ანალიზის მეთოდები და ხერხები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამამულო ენათმეცნიერების წვლილს მსოფლიო ლინგვისტიკის თეორიასა და პრაქტიკაში. ლინგვისტური პრობლემატიკა განხილულია შემეცნების ზოგადი თეორიისა და თანამედროვე მეცნიერებათა განვითარების შუქზე.