,,რომანი „ალმოდებული კუნძული" იმ ნაწარმოებებს განეკუთვნება, რომლებმაც განსაზღვრეს საბჭოთა მეცნიერული ფანტასტიკის ჟანრი. იგი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უსწრებს დროს ფანტაზია, როცა ადამიანთა უმრავლესობას მეცნიერები უწყინარ, უცნაურ პიროვნებებად მიაჩნდა, როცა მეცნიერების მრისხანე ძლიერება ჯერ კიდევ მის სიღრმეებში იყო დაფარული, ალექსანდღე კაზანცევმა წინასწარ განჭვრიტა ის მომაკვდინებელი საფრთხე, რაც შეიძლება მსოფლიოს თავს დაატეხოს ომისა და იმპერიალიზმის ფაშისტი მანიაკების ხელში მოხვედრილმა საშინელმა ძალამ. ახლა, როცა მთავარი საფრთხე ბირთვული იარაღია და მეცნიერების შესაძლებლობანი პრაქტიკულად უსაზღვროა, რომანში აღწერილი ატმოსფეროს განადგურება შეიძლება ისევე რეალური გახდეს, როგორც მისი მოწამვლა რადიოაქტიურობით. ავტორმა სწორად განსაზღვრა და დამაჯერებლად გვიჩვენა ადამიანთა განადგურების სამსახურში ჩამდგარი კაპიტალისტური მეცნიერების სოციალური არსი და საფრთხე".