წინამდებარე ნაშრომის მთავარ თემას კორპორაციული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება წარმოადგენს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გრძელვადიანი ინვესტიციების შეფასებასა და დაფინანსებას ეხება. წიგნის დანიშნულებაა თეორიული გამოკვლევების გამოყენება პრაქტიკული მიზნებისათვის.