წიგნში მოთხრობილია ბერძნული მითების (თქმულებანი ფანტასტიკურ არსებათა: ღმერთების, გმირებისა და ურჩხულების შესახებ, რომლებიც უხსოვარი დროიდან ვითომდა ცხოვრობდნენ საბერძნეთსა და მის ახლო მდებარე ქვეყნებში) შინაარსი. ძველი საბერძნეთის მცხოვრებთა შეგნებაში ლეგენდარული ღვთაებანი გამოხატავდნენ ბუნების სხვადასხვა ძალებს. ბერძნული მითები მოგვითხრობენ ზებუნებრივი ძალით, სიმამაცითა და მოხერხებით დაჯილდოებულ ადამიან–გმირთა, უფრო ხშირად – სხვადასხვა ღმერთებისა და ქალღმერთების შვილთა თავგადასავლისა და გმირობის შესახებ. შემდგომ ეს ლეგენდები ბერძნებისაგან რომაელებმაც გადმოიღეს. ისინი გაერთიანებული არიან „ძველი ბერძნული მითოლოგიის" საერთო სახელწოდებით.