„„ვინ ვართ?“, „საიდან მოვდივართ?“, „საით მივდივართ?“ - ეს კითხვები არ ასვენებს კაცობრიობას, მთელი თავისი გონიერი არსებობის მთელ მანძილზე. ამ კითხვებს უნდა გავცეთ პასუხი, მაგრამ მათზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. თვით ამ საკითხების გააზრებაც კი უზომოდ ფასეულია, ვიდრე ნებისმიერი პასუხი, ვინაიდან ყოველგვარი პასუხი დროით კატეგორიას განეკუთვნება, ხოლო აზროვნება - ადამიანის მარადიული არსია".