წიგნი წარმოადგენს მეზღვაური ისმაელის ნარატივს, რომელიც გადმოგვცემს კაპიტან აჰაბის მანიაკურ მოთხოვნილებაზე, შურისძიების მიზნით შეიპყროს თეთრი ფერის ვეშაპი, რომელმაც წინა ექსპედიციისას მას ფეხი წაართვა და რომელსაც მეორენაირად მობი დიკსაც ეძახიან. აღნიშნული წიგნი ამერიკული რენესანსის ეპოქის გამორჩეულ ლიტერატურულ ნაშრომადაა აღიარებული, თუმცა თავდაპირველად არაერთგვაროვანი მიმოხილვა დაიმსახურა და ავტორს კომერციული წარმატება ვერ მოუტანა.