ნაშრომი წარმოადგენს საქართველოში უძველესი დროიდან საბჭოთა პერიოდის ჩათვლით პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის სამართლებრივი დაცვის თაობაზე არსებული სასულიერო და საერო სამართლებრივი ძეგლების, სხვა საკანონმდებლო აქტების სამართლებრივ ანალიზს. მასში მოცემულია ასევე, როგორც ფიზიკურ ისე იურიდიულ პირთა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის ცნებათა განმარტებები და წარმოდგენილია მათი დაცვის საშუალებები სახელმწიფოებრივი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე.