სახელმძღვანელოს მიზანია უმაღლესი განათლების რეფორმის მხარდაჭერა და სახელმწიფო უნივერსიტეტებისათვის დახმარების აღმოჩენა მართვის ეფექტური და მონაწილეობითი სისტემების დამკვიდრებაში. სახელმძღვანელოს ფარგლებში განხილული იქნება სტრატეგიული დაგეგმვის, ადამიანური რესურსების მართვის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, აგრეთვე უნივერსიტეტის მართვასა და ფინანსური სახსრების განკარგვასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.