კატალოგში მოცემული ინფორმაცია მოიცავს ორ ქვეყანას შორის დამყარებულ პირველ კონტაქტებს მე-12 საუკუნეში და მე-19 და მე-20 საუკუნეებში არსებულ ინტენსიურ ურთიერთობას, როდესაც საქართველოში მცხოვრები გერმანელები ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ. იგი ასევე მოიცავს მე-20 საუკუნისა და დღესდღეობით არსებული ურთიერთობების ამსახველ მასალას.