იაპონელი ნობელიანტის, ქენძაბურო ოეს ამ წიგნში თითქმის ვერ შეხვდები იმას, რასთანაც იაპონია ასოცირდება იქნება ეს ჩაის სმის ცერემონია, კიმონო, თოვლით თათრად მოსილი ფუჯიამა, იკებანა თუ განსაკუთრებული თავაზიანობა. სამაგიეროდ მწერალი გვიყვება რთულ, ტკივილიან იაპონიაზე, ადამიანების, კაცობრიობის ბედზე, ომის შემდგომი პერიოდის იაპონელთა სულიერ და მორალურ კრიზისზე.