წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს აშშ-ის ტულანის სამართლის სკოლის შედარებითი სამართლის პროფესორის, კრისტოფერ ოსაკვეს სტატიის თარგმანს, რომელიც გამოქვეყნებულ იქნა 2011 წელს რუსეთის შედარებითი სამართლის ყოველწლიურ ჟურნალში. თარგმანი იმით არის საინტერესო რომ საკითხი ეხება ქართული იურიდიული მეცნიერებისა და სასამართლო პრაქტიკისთვის მეტად მნიშვნელოვან - მორალური ზიანის ინსტიტუტს, მის ადგილსა და მნიშვნელობას საერთო სამართლის სისტემის ქვეყნებში. ანგლო-ამერიკული სამართლის თავისებურებიდან გამომდინარე აღნიშნული ნაშრომი ინფორმაციულია, ვინაიდან წარმოდგენას გვიქმნის არა მარტო მორალურ ზიანზე, არამედ მთლიანად ანგლო-ამერიკულ დელიქტურ სამართალზე.