ნაწარმოებში ლაპარაკია თანამედროვე ეკოლოგიასა და ბიოქიმიაზე, მიკრობიოლოგიასა და პოლიმერების თეორიაზე. რომანის მთავარი თემაა მეცნიერთა პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინაშე. ავტორები მრისხანედ ამხელენ მეცნიერებაში მოკალათებულ საქმოსნებს, მოგებას დახარბებულებს ლამის კატასტროფამდე რომ მიჰყავთ მსოფლიო.