კონსერვაციული ბიოლოგია მეცნიერების დარგია, რომელიც შეისწავლის დედამიწის ბიომრავალფეროვნების, სახეობების, მათი ჰაბიტატისა და ეკოსისტემის შენარჩუნების და გადარჩენის გზებს. დარგი ცდილობს მონახოს საშუალება არსებული რესურსების იმგვარად გამოყენებისა, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს ბიომრავალფეროვნებას.