რუდაქი აღმოსავლური პოეზიის დიდი წარმომადგენელია. მის მიერ შემუშავებული ლიტერატურული სტილი, პოეტური მეტყველება, ფორმები და ჟანრები საფუძვლად დაედო შემდგომ საუკუნეთა პოეზიის განვითარებას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპარსული ფილოლოგიის კათედრამ გამოიკვლია რუდაქის - ტაჯიკური და სპარსული ლიტერატურის კლასიკოსის შემოქმედების საკითხები და შრომები კრებულის სახით გამოიცა, რომელიც მიეძღვნა რუდაქის 1100 წლისთავს.