,,ეს თავგადასავალი მკითხველის თავგადასავალია, პირველივე გვერდიდან რომ ჩაგითრევს და მიგიზიდავს. კარლოს რუის საფონის მთავარი გმირი მკითხველია. მისი თხრობის მანერა იმით არის განსაკუთრებული, რომ ერთდროულად რამდენიმე წიგნს კითხულობ. პირველი ეს თავად წიგნში მოთხრობილი ახალგაზრდის ამბავია, რომელიც მამის გზას ადგება და წიგნების მაღაზიაში გამყიდველად იწყებს მუშაობას. მეორე ამბავი ერთი იდუმალი რომანის შინაარსია, რომლის პერსონაჟები წიგნიდან წიგნში გადმოდიან და მთავარ გმირს ათას თავსატეხს უქმნიან".