1975 წელს გაიცა განკარგულება ჟან-პოლ სარტრის სიტყვების ქართული თარგმანის გასანადგურებლად. დაიჭრა დაბეჭდილი წიგნის ორმოცდაათიათასიანი ტირაჟი. სიტყვების ქართული თარგმანის ორი ეგზემპლარი სტამბის თანამშრომელმა გადაარჩინა და მთარგმნელებს გადასცა. მკითხველს საშუალება აქვს, გაიცნოს ჟან-პოლ სარტრის აკრძალული თხზულება გადარჩენილი ეგზემპლარებიდან.