ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ძიებანი

გამოცემის წელი1994
გამომცემლობაქუთაისის ,,სტამბა"

წარმოდგენილი „ეთნოგრაფიული ძიებანი“ ავტორების მარტვილის ეროვნული მუზეუმის დირექტორის, მეცნიერებათა კანდიდატის გივი ელიავას და დირექტორის მოადგილე, მეცნიერ მუშაკი დევი ელიავას მრავალწლიანი შრომის შედეგია. აქ ჩართულია მხოლოდ სამი ნარკვევი: „დედამიწის ღვთაებრივი თაყვანების რიტუალი და სათაყვანო შრომის ჰიმნი „ოდოია“ (ოდოდია), სადაც ადგილობრივი მასალების ანალიზის და ისტორიკოს-მეცნიერთა კვლევების საფუძველზე შესწავლილია მიწის ღვთაების უძველესი სახელწოდება „ოდოდია“ - მიწა დედა. მეორე ნარკვევი: „თვითმმართველობის ხალხური ინსტიტუტი ძველ სამეგრელოში“, ეხება ხალხური თვითმმართველობის ინსტიტუტს, მის ჩამოყალიბებას და ფუნქციებს, სტრუქტურულ სრულყოფას და მართვის ხალხური დემოკრატიის ფუნქციონალურ სახეებს. მესამე – „საქართველო და ქართველი ებრაელები“ წლების განმავლობაში ავტორის ქართველი ებრაელების ისტორიის საკითხების მხოლოდ ზოგადი კვლევაა.