წინამდებარე ნაშრომში შეფასებულია სომხეთის რეგიონული სტრატეგიული პოზიცია, განხილულია სომხეთის შეიარაღებული ძალებისა და მთიანი ყარაბაღის სომხური შეიარაღებული ძალების მდგომარეობა, შეფასებულია ორივე სამხედრო ძალის სუსტი მხარეები, მომზადების დონე და სამხედროების მოსაზრებები მათი მოწინააღმდეგის – აზერბაიჯანის შესახებ. ბოლოს მიმოხილულია რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები, რაც სომხეთის დღის წესრიგის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება.