ამ ამბავს სამი მთავარი გმირი ჰყავს: ექიმი გილიოტენი, შთამომავლობითი ჯალათი შარლ ანრი სანსონი, და, რაც მთავარია, ძვირფასი წითელი ხისგან დამზადებული, ამაყად აზიდული მანქანა, რომელსაც პარიზში მადამ გილიოტინა შეარქვეს. ვინ არ მისულა მასთან უკანასკნელ პაემანზე – მეფე, დედოფალი, ძლიერნი ამა ქვეყნისანი თუ შარაგზის ყაჩაღები. სწორედ ამის შესახებ მოგითხრობთ.