ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

მეფე და მებაღე

გამოცემის წელი2018
გამომცემლობაარტანუჯი

ამ წიგნს ორი მთავარი გმირი ჰყავს – საფრანგეთის ძლევამოსილი „მეფე-მზე“ – ლუი XIV და „მეფეთა მებაღე და მებაღეთა მეფე“ – ანდრე ლენოტრი. თუმცა, წიგნში, მათ გარდა, კიდევ ბევრ ნაცნობ და უცნობ პიროვნებას შეხვდებით. ესენი არიან: შესანიშნავი მხატვარი შარლ ლებრენი და დიდებული არქიტექტორი ლუი ლევო, მეფის სუპერინტენდანტი, კეთილშობილი და ამაყი ნიკოლა ფუკე, რომელმაც სიმდიდრით მეფესთან გაჯიბრება სცადა, რის გამოც პინიეროლის ციხესიმაგრეში დაასრულა სიცოცხლე, მისი მსახურთუხუცესი – ფრანსუა ვატელი, რომლის ტრაგიკული ისტორია ბევრს გააოგნებს. თქვენ წარმოიდგინეთ, აქ დ’არტანიანსაც შეხვდებით. დაბოლოს, თქვენ წინაშე წარმოჩინდება ვერსალის დიდებული ანსამბლი, ანუ ზეციური სამოთხე დედამიწაზე.