წიგნის შესავალ ნაწილში გაშუქებულია მცხეთისა და მისი შემოგარენის ტოპონიმთა ძირითადი საწარმოქმნო საშუალებები და ისინი შეპირისპირებულია ტოპონიმების საერთო-ქართულ სისტემასთან. დადგენილია -ეთ-იან და -ის-იან ტოპონიმთა წარმომავლობა და გავრცელების არეალი. საისტორიო წყაროებიდან მოყვანილია ცნობები მცხეთის რეგიონის ტოპონიმთა და ქალაქური დასახლების შესახებ. მეორე ნაწილში წარმოდგენილია მცხეთასა და მის შემოგარენში შეკრებილი ტოპონიმები, რომლებიც დალაგებულია ანბანის მიხედვით.