,,თემურის რვაჯერად შემოსევასა და ქართველთა დიდი მასების შუა აზიაში გადასახლებაზე ბევრს წერენ უსაბუთოდ, ნართაულ წყაროებზე დაყრდნობით. გადასახლებულთა ნაკვალევიც არ ჩანდა. ისტორიამ არც დოკუმენტური მასალები შემოგვინახა. ამასთანავე, ქართველთა შუა აზიაში ძალადურ მიგრაციის პრობლემასა და ნაკვალევის ძიებაზე ჩვენამდე არავის უმუშავია. ამიტომ თემა უპრეცედენტოა და ფრიად დიდმნიშვნელოვან აღმოჩენებს მოველით, რადგან სამარყანდ–ბუხარის 3-ჯერ მოხილვით და ხუროთმოძღვრული ყველა ყელყელა მონუმენტური ნაგებობის შესწავლით, მოპოვებული უნიკალური მასალების გამოკვლევა გაანალიზებით და ფოტო–ილუსტრაციების დამუშავებით ვრწმუნდებით, რომ იქაურ ზოგიერთ არქიტექტურულ ძველ კომპლექსებში შემონახულია ქართული პალეოგრაფიის შესანიშნავი ნიმუშები, რომლებიც განუმეორებელი დიდოსტატური კალიგრაფიით თავმომწონეობენ, საუცხოო ჩუქურთმებს ქმნიან და შესანიშნავ ორნამენტებს ასახიერებენ; მათში იმ დროისთვის ცნობილ ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა სახელებიც კი ამოიკითხება".