კრებულში წარმოდგენილი ხალხური ლექსები ხანგრძლივი დროის განმავლობაში იქმნებოდა. სვანური ხალხური ლექსების ნაწილი არქაული დროიდან მომდინარეობს და მათში მითოლოგიური პასაჟებია შემონახული. ეს ლექს/სიმღერები სამყაროს მითოსური აღქმის თვალსაჩინო ნიმუშებია და მნიშვნელოვანია არქაული აზროვნების ამა თუ იმ სეგმენტის აღდგენისათვის. სხვა ლექსებში წარმოდგენილია საქართველოს და, კონკრეტულად, სვანეთის ისტორიის ფურცლები, სვანეთის ყოფითი რეალიები.