აბატი ჟერომ კუანიარი ანატოლ ფრანსის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო პერსონაჟია.
ეს უსახლკარო, უპოვარი, მუდამ მშიერი ვაგაბუნდი მკითხველს აოცებს თავისი თამამი, სკეპტიკური აზრებით და კეთილი სულით. „აბატ კუანიარის აზრები“ მძაფრი მამხილებელი პამფლეტია მწერლის თანადროულ საფრანგეთზე, მის საზოგადოებრივ წყობაზე, მკაცრ კანონებზე, მართლმსაჯულებაზე. წიგნი დაწერილია ფრანსისათვის დამახასიათებელი მახვილგონივრული სარკაზმით.