წინამდებარე ნაშრომში მოკლედ არის მიმოხილული საზღვარგარეთის ქვეყნების სამოქალაქო და სავაჭრო სამართალი. ავტორი საინტერესოდ იკვლევს ამა თუ იმ სამოქალაქო-სამართლებრივი ინსტიტუტის წარმოშობის საკითხებს და ისტორიულ–სამართლებრივ მეთოდზე დაყრდნობით არაერთ საინტერესო მეცნიერულ თვალსაზრისს ავითარებს.