ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

გადასახადები, მოთხოვნა და მიწოდება

გამოცემის წელი2009
გამომცემლობასიახლე

მონოგრაფიაში შემოთავაზებულია ლაფერ-კეინზიანური სინთეზის იდეა და მისი შესაბამისი მაკროეკონომიკური წონასწორობის მოდელი, რომელშიც ერთობლივი მოთხოვნის ფუნქცია კეინზიანურ პრინციპებს, ერთობლივი მიწოდების ფუნქცია კი ლაფერის პოსტულატებს ეფუძნება. აღნიშნული მოდელის ანალიზის საფუძველზე ნაჩვენებია, რომ მხოლოდ ოპტიმალური საშუალო საგადასახადო განაკვეთის შემოღებას, თავისთავად, არ შეუძლია სრული დასაქმების შესაბამის წონასწორობაში გადასვლის ინიცირება ან ბიუჯეტში მაქსიმალური საგადასახადო შემოსავლების მობილიზება. ლაფერ-კეინზიანური სინთეზის პირობებში ეკონომიკური აქტიურობის ამაღლებაში და სრული დასაქმების მიღწევაში მნიშვნელოვან როლს, დაბეგვრის რეჟიმთან ერთად, ერთობლივი მოთხოვნა ასრულებს.