წინამდებარე დოკუმენტი არის ერთგვარი დამხმარე სახელმძღვანელო, რომელიც მიზნად ისახავს მოსამართლეებს, ადვოკატებს, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს, იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს გაუზიაროს თემატურად თავმოყრილი, სისტემატიზებული და გადამუშავებული მასალა შრომით უფლებებთან დაკავშირებით, ამ გზით კი, ხელი შეუწყოს საკითხის მიმართ ცოდნის, მგრძნობელობისა და სტანდარტების ზრდას, ასევე, წაახალისოს სიღრმისეული დისკუსია შრომით უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. დოკუმენტი შრომითი უფლებების მიმოხილვასთან ერთად მოიცავს ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, განათლებისა და სოციალური უზრუნველყოფის იმ შესატყვის სტანდარტებსაც, რომლებიც დასაქმების სფეროზე ვრცელდება.